სიახლე 

საამქრო „ვუდინპექსის“ თანამშრომლები ხელფასებს ითხოვენ

ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო „ვუდინპექსის“ თანამშრომლები  ადმინისტრაციას კუთვნილ ხელფასებს სთხოვენ. მათ დღეს ამ მოთხოვნით ლარანაკას ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშულება არ მისცეს. თანამშრომლები აცხადებენ რომ  მათ ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ მიუღიათ. დღეს საპროტესტო აქციას ადმინისტრაციის მხრიდან არავინ გამოხმაურებია, კომპანიის დირექტორ პაატა მიქაძესთან დაკავშირება დღეს ვერც „კურსორმა“ მოახერხა. ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო „ვუდინპექსის“ თანამშრომლები  ამბობენ რომ თუ მათი მოთხოვნა დროულად არ დაკმაყოფილდა ისინი საპროტესტო აქციებს ისევ მოაწყობენ.  საამქროში შექმნილია პირველადი პროფკავშირებიც.  

მსგავსი სტატიები