ფოთში ივერიის ღვთისმშობლისა და აწყურის ხატებს ჩამოაბრძანებენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 30 ივლისს ფოთის საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს დააბრძანებენ.ფოთის საკათედრო ტაძარში ხატები ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მრევლს მათი მოლოცვის საშუალება მიეცემა.