დარეჯან ცხვიტარია ფოთში დარღვევებზე საუბრობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. როგორც ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, საარჩევნო სამზადისი უკვე აქტიურ ფაზაშია. დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, სამუშაო პერიოდში მათ აღმოაჩინეს, რომ ფოთში, ახალ რაიონში 3 ბინა საარჩევნო სიიდან ამოღებულია. ცხვიტარიას თქმით, ეს ფაქტი მოწმობას იმას, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. ცხვიტარია ასევე გამოეხმაურა საუბნო კომისის წევრთა შესარჩევი კონკურსის შედეგებს. პარტიის ოფისი აღმაშენებლის 17 ნომერში მდებარეობს.

