ვინ დატოვა ფოთის “კოლხეთი-1913“
ფოთის “კოლხეთი 1913“ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ, მისმა ასისტენტმა გიგა გვიჩიამ და ფიზ. მომზადების მწვრთნელმა აკაკი კუპრეიშვილმა დატოვეს. ასევე გუნდი ოთხმა წამყვანმა ფეხბურთელმა _ კოვტალიუკმა,კორობკამ , დაფემ,და საქართველოში ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ სიკაჩმა დატოვეს.ეროვნული ლიგის 24-ე ტურის წინ ამ გადაწყვეტილების მიღება ოფიციალური ინფორმაციით ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე მოხდა.ამსთან დაკავშირებით ფოთის “კოლხეთის“ დირექტორთან თემურ ბარქაიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს,გელა სანაიამ კი „მე-9 ტალღასთან“ სატელეფონო ჩართვაში, დეტალებზე საუბარს თავი აარიდა და კლუბში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.