სიახლე 

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ მე-5 დღე

ანაკლიაში შეკრებილმა ბანაკელებმა დღეს საქართველოს დღე აღნიშნეს, მომავლის ბანაკის ტერიტორიაზე მეორე ქვეითი ბრიგადის  სხვადასხვა სახეობის საბრძოლო ტექნიკა, იარაღი და ხელსაწყოები იყო წარმოდგენილი, ახალგაზრდებს მათი მორგებისა და გამოცდის საშუალება ჰქონდათ, გამოფენის შემდეგ კრიტიკულ სიტუაციებში თავის გადარჩენის შესახებ ტრენინგი გაიმართა, რომელზეც მსოფლიო და ქართველი ჯარისკაცების გამოცდილებაზეც იყო საუბარი, დღის მეორე ნახევარში თეორიული სწავლება პრაქტიკულში გადაიზარდა და მომავლის ბანაკელებს წვრთნების გავლაც მოუწიათ.

დამღლელი დღის ბოლოს მოდურად ჩაცმისა და კინოჩვენების მოწყობის ჯერიც დადგა, 12-მა გუნდმა 12 სხვადასხვა, საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხი აირჩია და მასზე მოკლე ჩანახატები გადაიღო, დღის ბოლოს ამ ფილმების ჩვენება გაიმართა, მომავლის ბანაკის სტუმრებმა მეხუთე დღე წითელ ხალიჩაზე გავლით დაასრულეს.

მსგავსი სტატიები