ხობში სემინარი გაიმართა
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „People in Need“ („ადამიანი გაჭირვებაში“) პროექტს სახელწოდებით – „რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“ ახორციელებს. ხობში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან“ (DCFTA) დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგებს ატარებენ.

