ფოთის პარკში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
ფოთის ცენტრალურ პარკში არკების სარემონტო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტოტალი“ აწარმოებს.როგორც ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და თვის ბოლოსთვის დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებზე 10-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

