სიახლე 

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ მეხუთე ნაკადს მასპინძლობს

საქართველოში ახალგაზრდებისთვის  საზაფხულო ბანაკები გრძელდება, ანაკლიის „მომავლის ბანაკმა“  მეხუთე ნაკადის სტუმრებს უმასპინძლა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა  და უცხოეთის რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებს საინტერესო პირველი დღე ელოდათ, გუნდებად გადანაწილებისა და  დაბინავების შემდეგ გაცნობითი ხასიათის თამაშები მოეწყო, მოგვიანებით კი ბანაკის ლიდერებმა ახალჩამოსულებს ცეკვის, სიმღერისა და თეატრალური დადგმის ნომრები წარუდგინეს.

ანაკლის ბანაკში მეხუთე ნაკადის მოსწავლეები 1 კვირის განმავლობაში იქნებიან.

მსგავსი სტატიები