სიახლე 

ფოთში ცხენოსნობაში მალთაყვის თასი გათამაშდა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის მხარდაჭერითა და სპორტული კლუბი “მალთაყვას“ ორგანიზებით, საქართველოს საცხენოსნო კლუბებს შორის გაიმართა შეჯიბრება “კონკური“ (საცხენოსნო შეჯიბრება დაბრკოლებათა გადალახვაში), რომელშიც მონაწილეობა საქართველოს რამდენიმე ქალაქიდან ჩამოსულმა 23-მა ცხენოსანმა მიიღო. 18 წლამდე ასაკის მონაწილეებს შორის თეონა ლაშხიამ გაიმარჯვა , ხოლო უფროსი ასაკის ცხენოსნებს შორის შალვა გაჩეჩილაძემ . პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს ფულადი პრიზი 5000 ლარი გადაეცათ. საცხენოსნო შეჯიბრება ფოთში წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა.

მსგავსი სტატიები