პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიენიჭათ
ცესკომ 21 ოქომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა. იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო არჩევნებში, მიმართვის შედეგად ცესკო-მ იგივე საარჩევნო ნომრები დაუტოვა. რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფიდან დასახელებულ მაჟორტარ დეპუტატობის კანდიდატს ნაბადის ოლქში, დათო ბასილაიას 42 ნომერი მიენიჭა. შეგახსენებთ, საარჩევნო კანომდებლობით, რეგისტრაციის ვადა პარტიებს წარადგინონ მერობისა და მაჟირიტარობის კანდიდატები 21 სექტემბერს ეწურებათ.

