სიახლე 

ფოთელი მეთევზეები გარემოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შეხვდნენ 16 05 18

დღეს საქართელოს მეთვზეთა კლუბის თავმჯდომარის შოთა კვარაცხელიას ინიციატივით, ფოთის მეთევზეთა კლუბის „ფაზისის“ წარმომადგენლებისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ზვიად ფოჩხუას შეხვედრა გაიმართა . შეხვედრის ორგანიზებაში ჩართული იყო კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება ბრაკონიერებთან ბრძოლის საკითხში, მეთევზეებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილეს. ასევე განიხილეს თანამშრომლობის გეგმები და სამომავლო ღონისძიებები.

 

 

კოლხეთის ეროვნული პარკის დირექციის ინიციატივით გადაწყდა რომ უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ტურნირი ნორჩ მეთევზეთა შორის, რომლის ორგანიზებაში თანამონაწილეობას საქართველოსა და ფოთის მეთვზეთა კლუბები მიიღებენ

მსგავსი სტატიები