ფოთის მუსიკალურ სასწავლებელში კონცერტი გაიმართა 16 05 18
ნატოს სამხედრო გემების ეკიპაჟებისთვის ფოთში კულტურული ღონისძიებები ფართო მასშტაბით იმართება. გუშინ სახელოვნებო სასწავლებელში სტუმრებისთვის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ფოლკლორულმა ანსამბლმა „პირიმზემ“ და საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლემ ლიკა ცაავამ მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია რომ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სიდეში გამართულ კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე, ლიკა ცაავამ პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება მოიპოვა. ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა ფოთელ პიანისტს მერის სიგელი გადასცა. ლიკა ცაავა მრავალი ეროვნული და საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულია.