სიახლე 

ქართველებმა ნატოს სამხედრო მოსამსახურეები რაგბში და მინიფერბურთში დაამარცხეს 17 05 18

ნატოს სამხედრო შენაერთში შემავალი გემების ფოთში ვიზიტის ფარგლებში „პარკი არენაზე“ მინიფეხბურთში და რაგბში შეხვედრები გაიმართა. საქართველოს სასაზღვრო ძალებისა და ორგანიზატორების ნაკრები გუნდები ნატოს სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეხვდნენ მინიფეხბურთში მატჩი დაძაულად მიმდინარეობდა, უშეღავათო ბრძოლაში მეტოქეებმა ვერ შეძლეს გოლის გატანა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. დამატებით დროში კი ქართველებმა სტუმრებს 3 გოლი გაუტანეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ ერთი გაუშვეს და საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვეს         7-კაცა რაგბში მასპინძლებმა აშკარად დაჩგრეს მოწინააღმდეგე და მატჩის პირველივე წუთებში რამდენიმე ლელო დადეს. მათ უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს. ბოლოს კი 15 კაცა რაგბში შეხვედრა გაიმართა. აქაც დიდი უპირატესობით მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

მსგავსი სტატიები