სიახლე 

წალენჯიხაში ფაროსანას საწინააღმდეგო კონსულტაციებს იტალიელები ატარებენ 17 05 18

აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მონიტორინგის შედეგებისა და მავნებლის ბიოლოგიური ბუნების გათვალისწინების აუციებლობაზე, წალენჯიხაში ფერემერებისთვის და აგრონომებისთვის სწავლება იტალიელმა სპეცილისტებმა ჩაატრეს. ღონისძიებაში მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და რეკომენდაციები წამყვანმაიტალიელმაპროფესორებმალუჩიანოტაველამდამატეომასპელომგაუზიარეს. იტალიაში სწორედ ისინი ახორციელბენ აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროგრამას. სპეცილისტების თქმით, ბაღლინჯოს პოპულაციის შესამცირებლად და შესაბამისი სამუშაოების დასაგეგმად აუცილებელია მონიტორინგის შედეგების გათვალსიწინება, რადგან შედეგები ასახავს რეალურ სურათს. სწავლების პარალელურად, აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პრაქტიკული სამუშაოებიც. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნაბელთან ბრძოლის მეთოდებთან და თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სამეცნიერო წრეების მონაწილეობით იმართება კონფერენციები და შეხვედრები,რაც მავნებელთან ბრძოლის მეთოდების დანერგვას და გამოყენებას უზრუნველყოფს. წალენჯიხელ ფრმერებთან სასწავლო შეხვედრა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი სტატიები