ფოთში უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩატარდა 21 05 18
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის და ქალაქ ფოთის მერის ინიციატივით, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ფოთში უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩაატარეს. 19 მაისს ომის ვეტერანებმა, დევნილებმა და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებმა დედაქალაქიდან მოწვეული სპეციალისტების კონსულტაციები, ექოსკოპიური და ელექტრო კარდიოლოგიური კვლევები ჩაიტარეს. აქციის პარალელურად, მსურველებმა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფასო ლაბორატორიული მომსახურებითაც ისარგებლეს. მერიის წარმომადგენელთ განცხადებით მსგავსი აქციები მომავალშიც განხორციელდება