სიახლე 

თევზაობის ტურნირი ფოთში 21 05 18

შაბათს ფოთის მეთევზეთა კლუბ „ფაზისის“ ინიციატივით სპინინგით მტაცებელი თევზის დაჭერაში ტურნირი “გაზკანტორა Open” ჩატარდა მონაწილეები ტბაზე დილის 7 საათიდან შეიკრიბნენ და კენჭისყრის მიხედვით სექტორებად განაწილდნენ. ჩათვლაში მხოლოდ 30 სანტიმეტრზე მეტი სიგრძის ქარიყლაპია და 12 სანტიმეტრზე მეტი სიგრძის ქორჭილა მიიღებოდა. შეჯიბრის ბოლოს კი დაჭერილი თევზი ტბაში დააბრუნეს პირველი ქარიყლაპია – ლეონიდ კოროლიუკმა დაიჭირა, მისი სიგრძე 43 სმ იყო. ცვალებადი ამინდის მიუხედავად მეთევზებმა მაქსიმალური ძალისხმევა არ დაიშურეს შედეგის მისაღწევად.  პირველი ტურნირში 4 საპრიზო კატეგორია გამოვლინდა : საერთო ჩათვლაში გამარჯვებული რამაზ კინწურაშვილი გახდა, მანვე 54 სანტიმეტრი სიგრძის ქარიყლაპიით ყველაზე დიდი თევზისთვის დაწესებული სპეციალური პრიზიც მოიგო II ადილი ალექსი სიტნიკოვს ერგო III კი – ლეონიდ კოროლიუკი იყო ლევან თასოშვილმა და სათევზაო ინვენტარის მაღზია „ქრეიზი ფიშ“-მა ტურნირის მე-4 მე -5 და მე-6 ადგილზე გასული მონაწილეებისთვის სპეციალური პრიზები დააწესა .  ფოთის მეთევზეთა კლუბ „ფაზისის“ წევრები მომდევნო ტურნირის ჩატარება ივნისში გეგმავენ

მსგავსი სტატიები