სიახლე 

სალომე მიქაძის მხარდამჭერი აქცია ფოთში 21 05 18

თანხის მითვისების ბრალდებით დაკავებული სალომე მიქაძის ახლობლებმა ფოთში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ქალი- საკრებულოს წევრები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების მტკიცებით, მიქაძე, რომელსაც გამოძიება “ბევრილ ჯგუფის“ მაღაზიაში 11 ათასი ლარის მითვისებას ედავება, უკანონო პატიმარია და მაქინაციის მსხვერპლია. მიქაძის ახლობლები ამბობენ, რომ მარტოხელა დედის მიმართ, სააპელაციო დავის პარალელურად, საპროცესო გარიგება გაფორმდეს და მას პირობით სასჯელი შეუფარდონ. ისინი არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან

მსგავსი სტატიები