ფოთში საჭადრაკო ტურნირი დასრულდა 21 05 18
16-19 მაისს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი “მაისი-2018”. ფესტივალის პროგრამით გაიმართა ტურნირები 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ღია ტურნირი. ფესტივალში მონაწილეობდა 90-მდე ფოთელი მოჭადრაკე. ტურნირები ჩატარდა შვეიცარიული სისტემით. ღია ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ დიპლომი და მედალი, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეს ასევე გადაეცა თასი. 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ საჩუქრები და დიპლომები. ასევე გამოიყო და დაჯილდოვდა საუკეთესო 6 წლის ჭაბუკი და გოგონა. საბოლოო შედეგები: ღია ტურნირი: I – გიორგი კვარაცხელია, II – ლუკა წურწუმია, III – დემეტრე კაკულია. 7 წლის ჭაბუკები: I – საბა ნადარაია, II – ცოტნე კაკულია, III – ანდრია ჩილაჩავა. საუკეთესო შედეგი 6 წლის ჭაბუკთა შორის – გიორგი ქარჩავა. 7 წლის გოგონები: I – ნია ჭითანავა, II – მარიკა ბართაია, III – გვანცა აფხაზავა. საუკეთესო შედეგი 6 წლის გოგონათა შორის – მარიამ ლატარია. მორიგი ტურნირი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლის დღის აღსანიშნავად გაიმართება