“ფოთის მოხალისე 2018” იწყება 01 06 18
ქალაქ ფოთის მერიის ინიციატივით ახალგაზრდული პროექტის ,, ფოთის მოხალისე 2018 “-ის განხორციელება დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მსურველებს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი შეხვდა. პროექტ ,,ფოთის მოხალისე 2018”-ის ფარგლებში 14-29 წლამდე ახალგაზრდის 80 -მდე განაცხადია შემოტანილი. მოხალისეები მონაწილეობას როგორც ქალაქის ასევე საკუთარი ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ.