საგამოფენო დარბაზში სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულების ნამუშევრები გამოიფინა 01 06 18
გუშინ ფოთის საგამოფენო დარბაზში ოტია ჯაიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მე-4 კლასელთა გამოსაშვები საღამო გაიმართა, სადაც 4 წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები გამოიფინა , საღამოს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და სახელოვნებო ცენტრის დირექტორი ნინო პაჭკორია ესწრებოდნენ.