აქცია ფოთში “ნუ მომკლავ” 01 06 18
თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განაჩენთან დაკავშირებით ფოთში საპროტესტო აქცია – „ნუ მომკლავ“ დღესაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. მონაწილეთა განცხადებით აქცია აპოლიტიკურია და იგი სპონტანურად, სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.