სიახლე 

შაბათს ფოთს ანსამბლი ,,დიდგორი” ესტუმრება 01 06 18

2 ივნისს 19 საათზე მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,დიდგორი“ ფოთში, არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში, სოლო კონცერტს გამართავს. კონცერტში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფოთის სალოტბარო სკოლა-ის მოსწავლეები. კონცერტი ტარდება Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2004 წელს დაარსდა. ანსამბლ დიდგორის შემოქმედებითი პრინციპია: ძველი ხალხური სიმღერებისა და საარქივო ჩანაწერების მოძიება, წინაპართა საშემსრულებლო სტილისა და მანერის საფუძვლიანი შესწავლა და საკუთარი, დიდგორისეული, ხასიათის შექმნა. ანსამბლი ხშირად მართავს კონცერტებს დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დიდგორი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა. 2016 წელს კი საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ასევე ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის პოპულარიზაციისათვის დაჯილდოებულია საქველმოქმედო ფონდ ,,ქართული გალობის” მიერ.

მსგავსი სტატიები