სიახლე 

ფოთელ მოკრივეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს 01 06 18

ბულგარეთის ქ. ალბენაში კრივში ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა , რომელშიც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ფოთელებმაც მიიღეს მონაწილეობა. ფოთელი საბა ტყებუჩავა 44,5 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ხოლო მოკრივეს ირაკლი ჯანელიძემ კი 65 კგ.წონით კატეგორიაში არავის დაუთმო პირველობა და მეორე ოქროს მედალი შესძინა გუნდს. გამარჯვებულ სპორტსმენებს გულშემატკივრები თბილისის აეროპორტში დახვდნენ და ჩემპიონობა მიულოცეს.  სიურპრიზი ელოდა მშობლიურ მე-2 საჯარო სკოლაში საბა ტყებუჩავას. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.  ასევე საზეიმო დახვედრა ელოდა ირაკლი ჯანელიძეს მე-4 სკოლის სპორტდარბაზში. თანატოლებმა მას გამარჯვება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს. საბას და ირაკლის ბოლოს კრივის დარბაზშიც მოუწყვეს შეხვედრა , მათ სასპორტო სკოლის ხელმძღვანელებმა და მწვრთნელებმა დილპომები და საჩუქრები გადასცეს .

მსგავსი სტატიები