სიახლე 

ბავშვთა დაცვის დღე ფოთში 01 06 18

ფოთში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით 9 აპრილის ხეივანზე მდებარე კალათბურთის დარბაზში ღონისძიება გაიმართა სადაც ქალაქის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები იყვნენ ჩართული. სააღმზრდელო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი იქნა საგამოფენო სივრცეები, შესრულდა მუსიკალური ნომრები, ფოტოსესია, მომზადდა ხატვისა და ანიმატორთა პროგრამები.ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა ქალაქის ბიბლიოთეკაშიც სადაც პატარებმა ლექსები, სიმღერები ქართული და უცხოური საცეკვაო ნომრები შეასრულეს. ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან ირაკლი კაკულიასთან ერთად, კოალიცია სოციალური რეფორმებისთვის შშმ ბავშვთა დღის ცენტრსა და ა(ა)იპ ბავშვთა ცენტრს ეწვია. მან აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის დღე, პირველი ივნისი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

 

მსგავსი სტატიები