სიახლე 

მომღერალ-მგალობელთა გუნდი “დიდგორი” ფოთში 04 06 18

ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში მგალობელ-მომღერალთა გუნდმა ,,დიდგორი“ კონცერტი გამართა, მასში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფოთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ იროდი ტიკარაძეს ხელმძღვანელობით. ღონისძიებას მერიის , საკრებულოს და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ფოთის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ანსამბლ დიდგორის ერთერთი წევრი ჩვენი თანაქალაქელი გივი აბესაძეა.  ღონისძიების დასასრულს მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა ანსამბლ “დიდგორს” და ანსამბლის წევრს,ჩვენს თანაქალაქელს გივი აბესაძეს ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას სახელით მადლობის სიგელი გადასცა.

მსგავსი სტატიები