სიახლე 

” რა? სად? როდის? ” ფოთში. 04 06 18

ფოთის მეორე საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? ჩატარდა რომელშიც ფოთის სკოლებიდან 11 გუნდი მონაწილეობდა, თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა და გამარჯვებული გუნდის გამოსავლენად დამატებითი ტური გახდა საჭირო, სადაც ერთმანეთს ფოთის 1-ლი და მე5 საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ გამარჯვებულის გამოვლენა მე-5 დამატებით კითხვაზე გახდა შესაძლებელი და ის ფოთის 1 საჯარო სკოლა გახდა. ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? 71 მუნიციპალიტეტში ჩატარდა საიდაც თითო გამარჯვებული გუნდი დასახელდა , ფინალური ტურნირი კი მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ჩატარდება სადაც ფოთიდან 1 საჯარო სკოლა მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული თამაში სპორტისა და მეცნიერების სამნისტორს და საქართველოს რა სად როდის კლუბის ორგანიზებით ტარდება.

მსგავსი სტატიები