სიახლე 

ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა ფოთში 04 06 18

კვირას 3 ივნისს, მდინარე კაპარჭაზე გაიმართა ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა საბაიდარო და კანოეთ ნიჩბოსნობაში, სადაც მონაწილებას იღებდნენ რუსთავის, თბილისის, ქუთაისის, მცხეთის, დუშეთის და ფოთის ნაკრები გუნდები. ააიპ ქ. ფოთის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების კანოეს სასპორტო სკოლის ნიჩბოსნებმა წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს 2 პირველი , 4 – მეორე და 6 – მესამე ადგილი.ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა 2005 წლიდან იმართება

მსგავსი სტატიები