სიახლე 

აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები ფოთში 04 06 18

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, წვიმიანი ამინდების შემდეგ, ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა დღეს დილიდან დაიწყეს.
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ, მერის წარმომადგენლები უბნებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან ერთად, მეფუტკრეებს შეხვდნენ და რეკომენდაციები გააცნეს.
თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება ქალაქის შიდა ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, მუნიციპალიტეტის ოთხივე უბანში ერთდროულად დაიწყო.

მსგავსი სტატიები