სიახლე 

ფონდი “ბილივი”-ს საგანმანათლებლო კურსი 06 06 18

ფონდ ,,ბილივის’’ მხარდაჭერით სამოქალაქო განათლების 5 თვიანი სასწავლო კურსი ხორციელდება. საგანმანათლებლო კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის და ეხმარება მათ ეროვნული გამოცდებისათვის მომზადების პროცესში. სასწავლო კურსში ჩართულნი არიან მხოლოდ ის აბიტურიენტები, რომელთა საგამოცდო საგანი – სამოქალაქო განათლებაა. კურსის ფარგლებში, ყოველ კვირეულად აბიტურიენტისათვის მიმდინარეობს ლექცია-სემინარები საგამოცდო თემატიკასთან დაკავშირებით. ამასთან, აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა აიმაღლოს ცნობიერების დონე სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. კურსს მოხალისეობრივად წარმართავს პოლიტოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრანტი ბაქარ ერაგია. მოცემული სასწავლო კურსი, სწორედ ბაქარის მოხალისეობრივ ინიციატივას წარმოადგენს.

მსგავსი სტატიები