სიახლე 

ხობელი მოჭიდავის წარმატება 07 06 18

წარმატებით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სტამბულში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე.ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა საიდანაც სამი უმეღლესი სინჯისაა, ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები დავით ჩხარტიშვლმა (60 კგ) და ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიპოვეს. ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ , რომელიც (55 კგ) გამოდიოდა , ფინალში მასპინძელი ერკემ ოზთურქი დაძაბულ ბრძოლაში 11-8 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 121 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სტატიები