სიახლე 

საჭადრაკო ტურნირი ფოთის მე-2 საჯარო სკოლაში 07 06 18

ფოთის მე-2 საჯარო სკოლაში ჭადრაკში შიდა სასკოლო პირველობა გაიმართა. მასში სხვადასხვა ასაკის 40 მოსწავლე მონაწილეობდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 5 ტურად ჩატარდა. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ.შედეგები ასე გადანაწილდა:უფროსი ასაკი: I – ნიკა წიწილაშვილი, II – რატი შავგულიძე, III – გიორგი სანიკიძე. უმცროსი ასაკი: I – ანა სანიკიძე, II – ლუკა წურწუმია, III – მიშიკო წულაია ღონისძიება მე-2 საჯარო სკოლის ორგანიზებითა და საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს მხარდაჭერით გაიმართა

მსგავსი სტატიები