სიახლე 

ფოთის შემოვლითი გზის პროექტის განხილვა 07 06 18

გუშინ საკრებულოს დარბაზში ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირიდან, მდინარე მალთაყვამდე, მონაკვეთის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის  განხილვა შედგა .ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზა პროექტირების და მშენებლობის მიზნებისთვის ორ ლოტად დაიყო. პირველი ლოტი გრიგოლეთი-ქობულეთის ნაწილია, მეორე ლოტი კი რომელიც ფოთი-გრიგოლეთის ნაწილს წარმოადგენს თავის მხრივ სამ მონაკვეთად არის დაყოფილი. პირველი ეტაპი პატარა ფოთიდან მდინარე რიონის მთავარი კალაპოტის მარცხენა ნაპირზე ნიკორას ქარხნის მიმდებარე უბნამდეა, ახალი ხიდის მშენებლობის ჩათვლით. მეორე ეტაპი მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ახალი ხიდის მიმდებარე უბნიდან მდინარე მალთაყვამდე. მესამე ეტაპი კი მდინარე მალთაყვიდან მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირამდე.

გუშინ საკრებულოს დარბაზში შეკრებილებს გზის მეორე ეტაპის პროექტზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესაუბრნენ. მათი განცხადებით, გზის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ მოხდება დროებით გამოყენებული ტერიტორიების რეკულტივაცია. რაც გულისხმობს: დროებითი ნაგებობების დემონტაჟს, სამშენებლო ნარჩენების გატანას, დაზიანებული უბნების პირვანდელთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენას.  ამ ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი სავარაუდოდ აგვისტოს თვეში დასრულდება.

მსგავსი სტატიები