სიახლე 

გადაცემა ,,მწვანე ელჩები” 07 06 18

გადაცემა ,,მწვანე ელჩები“ სტუდიის სტუმრები: კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩი ელჩები: ალექსანდრე გიორგაძე, გიორგი ხარბედია და შორენა ჯალაღანია. კოლხეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტს „კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩი ელჩები“ ახორციელებს.პროექტში ფოთის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. მათ პერიოდულად ქართველი და უცხოელი პროფესორები ეკო-სემინარებს უტარებენ. ნორჩმა ელჩებმა რამდენიმე ეკო-ტურიც განახორციელეს. პროექტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და წლის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. პროექტი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში ეკო-ცნობიერების დონის ამაღლებას და მათ ჩართვას სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

მსგავსი სტატიები