ხმაური ფოთის საოლქო კომისიის სხდომაზე
ფოთის №70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 31- უბნის საჩივარის განხილვას კომისიი წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. საოლქოში “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელის, მიხეილ პაჭკორიას მტკიცებით, უბანზე ხმის დათვლის დროს მან დაინახა, როგორ ცდილობდა უცნობი პიროვნება 15 ბიულეტენის შეცურებას. აქედან გამომდინარე პაჭკორიამ უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვა.
საოლქო კომისიის თავჯდომარემ სალომე როდონაიამ მიხეილ პაჭკორიას მოთხოვნა უსაფუძლოდ მიიჩნია,როგოც მან განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით, არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, როდონაიას თქმით,საჩივარი ისეთი პირის მიერ არის შედგენილი, რომელსაც უბანზე ყოფნის უფლება არ ქონდა

