ფოთში ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირი დაიწყო
ფოთის საჭადრაკო კლუბში სტარტი აიღო , ტრადიციულმა საქალაქო საჭადრაკო ფესტივალმა “გამსვლელი პაიკი- 2017“-მა. შეჯიბრება 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის იმართება. ტურნირში მონაწილეობის სურვილი 40 ფოთელმა მოჭადრაკემ გამოთქვა.ფესტივალი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად იმართება. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკები, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ასევე გამოვლინდება 7 წლის საუკეთესო შედეგის მქონე ჭაბუკი და გოგონა