სიახლე 

ხობში მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი დაწვა 06 07 18

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი დაწვა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეს რამდნიმე დღის წინ მართვის მოწმობა ჩამოართვეს, რის გამოც, მან გუშინ პროტესტის ნიშნად, ავტომობილი დაწვა. როგორც „ მეცხრე ტალღას“ შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსმასახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით („ნივთის დაზიანება ან განადგურება“) დაიწყო. ფაქტის ამსახველი ფოტო „მეცხრე ტალღას“ ერთ-ერთ თვითმხილველმა მოაწოდა.

მსგავსი სტატიები