სიახლე 

ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა გადაეცა 09 07 18

ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა გადაეცა. ცენტრი აღიჭურვა, როგორც უახლესი ციფრული აპარატურით, ისე საყოფაცხოვრებო ინვენტარით. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან, მუნიციპალიტეტის მერ გოჩა კურდღელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასთან ერთად ახალი ობიექტი საზეიმოდ გახსნა. ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფოთის რაიონულ სამსახურს ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადაეცა.

მსგავსი სტატიები