სიახლე 

12 აგვისტოს ფოთში ,,კეფალის ფესტივალი” ჩატარდება 10 07 18

ფოთში წელს პირველად „კეფალის ფესტივალი” გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ოფიციალური სამზადისი დღეს დაიწყო. კერძოდ, შეიღება და განახლდა ფოთის სიმბოლო რუსთაველის რკალზე. კეფალის ფესტივალი 12 აგვისტოს ჩატარდება. მთავარი ღონისძიება იქნება საქართველოში ერთადერთი, საქალაქო მასშტაბის და ფოთისთვის უკვე ტრადიციული თამაში – არგო ქვესტი. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში, შემდეგი ღონისძიებები გაიმართება: შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში, შეჯიბრი წყლის თხილამურებში, პლაჟის თამაშობები, სხვადასხვა საფესტივალო აქტივობები, საბავშვო ზონა, თევზის დაგემოვნება და საზეიმო კონცერტი. ფესტივალი ერთდროულად ჩატარდება ფოთის ცენტრალურ პარკში (ქვესტი), ოქროს ტბაზე და მალთაყვას სანაპიროზე. ფესტივალის მიზანია, ფოთი გადაიქცეს ახალ მიმართულებად საქართველოს ტურისტულ რუკაზე  და ამით ქალაქის განვითარებას შეეწყოს ხელი. პროექტი კერძო ინიციატივას წარმოადგენს, მისი ორგანიზატორები არიან ტურისტული კომპანია „ლინატა“ და ივენთ კომპანია „ბრავო“. მედია მხარდამჭერი კი სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“ და რადიო „ჰარმონია“.

მსგავსი სტატიები