სიახლე 

ფოთის მერიის 6 თვის ანგარიში 10 07 18

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ 2018 წლის 6 თვის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინა.
ანგარიშებით მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურები და ა(ა)იპების წარმომადგენელები წარსდგნენ.
მერის პირველმა მოადგილემ მამუკა პაპასკირმა მის საკურატორო სფეროში შემავალი, მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა მუშაობის შედეგები შეაჯამა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ, თავის გამოსვლაში ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხზე გაამახვილა ყურადღება. მანვე დადებითად შესაფასა ა(ა)იპ „სერვისების ცენტრის“ მუშაობა.
ა(ა)იპ „სერვისების ცენტრის შესრულებულ სამუშაოებზე დირექტორის მოადგილემ ვერიკო ლაღიძემ ისაუბრა. მან გეგმური სამუშაოებთან ერთად, დასუფთავების მოსაკრებლიდან შემოსავლების ზრდაზე, უსაფრთხოების ღონისძიებებსა და სათანადო ინვენტარით მუშა-მოსამსახურეთა აღჭურვაზე გააკეთა ანგარიში.
ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მარგო ჯანიაშვილის თქმით, 2018 წელს გაიზარდა საბავშვო ბაღების დაფინანსება, რაც კვების ხარჯის ზრდასა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე აისახა. მარგო ჯანიაშვილმა ბაღების გაზიფიცირებაზეც გაამახვილა ყურადღება.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის გიორგი ფარეშიშვილის განცხადებით ქალაქში 2018 წლის 6 თვის განმავლობაში წარმატებით განხორციელდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამები. ქალაქში ჩატარდა 100-ზე მეტი კულტურული და სპორტული ღონისძიება.
სახელოვნებო ცენტრში მოსწავლეთა რიცხვისა და შემოსავლების ზრდაზე ისაუბრა ა(ა)იპ სახელოვნებო ცენტრის დირექტორმა ნინო პაჭკორიამ.
სპორტული სკოლებისა და ფოთელი სპორტსმენების მიღწევებზე ა(ა)იპ სპორტული გაერთიანების დირექტორმა ბექა გუგუშვილმა გააკეთა მოხსენება.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 6 თვის გაწეული მუშაობის ანგარიში ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ შეაფასა. მან მუშაობის პერიოდში გამოვლენილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა
სპორტული სკოლებისა და ფოთელი სპორტსმენების მიღწევებზე ა(ა)იპ სპორტული გაერთიანების დირექტორმა ბექა გუგუშვილმა გააკეთა მოხსენება.
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის, მარგო ჯანიაშვილის თქმით, 2018 წელს გაიზარდა საბავშვო ბაღების დაფინანსება, რაც კვების ხარჯის ზრდასა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე აისახა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 6 თვის გაწეული მუშაობის ანგარიში ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ შეაფასა.
მან მუშაობის პერიოდში გამოვლენილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მსგავსი სტატიები