სიახლე 

გადააქვს თუ არა ფაროსანას მცენარეების დაავადებები

 

აზიური ფაროსანა და მისგან მომავალი საფრთხეები – ესაა თემა, რომელიც ქართველ ენტომოლოგებში ახლა განსაკუთრებით აქტუალურია. მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დირექტორი კარლო კიკორია მიიჩნევს, რომ აზიური ფაროსანა, რომელსაც მჩხვლეტ-მწუწნი პირის აპარატი აქვს, მცენარეებში ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების გადამტანია.
მის აზრს არ იზიარებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ მათი მხრიდან ეს კითხვა მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან დაისვა, პასუხი კი უარყოფითი იყო.
აზიურ ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საქართველოში მედია კამპანია „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ მიმდინარეობს, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, აშშ-ისსაერთაშორისოგანვითარებისსააგენტოს, FERRERO-სადა CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

მსგავსი სტატიები