ფოთის 70-ე საოლქო კომისიის სხდომა
დღეს ფოთის #70 საოლქო კომისიამ „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი განიხილა,რომელშიც მითითებული,რომ 31- ე უბნის სამივე სახის შემაჯამებელ ოქმში სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა,ბევრად ნაკლებია მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე.როგორც „სამართლიანი არჩევნების“ რაიონულმა კოორდინატორმა თეა შონიამ კომისიის სხდომაზე განაცხად,ეს იძლევა ეჭვის საფძველს რომ 31-ე უბანზე ეგრეთწოდებული „კარუსელი“ დატრიალდა.მან აღნიშნული უბნის შედეგების გადამოწმება მოითხოვა.