სიახლე 

ფოტოკონკურსი „ფოთი. თერთმეტიდან თერთმეტამდე“ 23 07 18

კეფალის ფესტივალმა გამოაცხადა ფოტოკონკურსი სახელწოდებით „ფოთი. თერთმეტიდან თერთმეტამდე“. კონკურში მონაწილეობის მისაღებად 11 აგვისტომდე უნდა გამოაგზავნოთ ფოთის თემაზე შესრულერული ფოტო.

გამარჯვებულის ვინაობა გამოვლინდება მხოლოდ დაგროვებული ლაიქების მიხედვით.ორგანიზატორები ყველა ფოთელს აქტიურობისკენ მოუწოდებენ! კონკურსზე გამოგზავნილი ყველა ფოტო გამოქვეყნდება ერთ მონაწილეს შეუძლია ერთი ფოტოს გამოგზავნა; ფოტო შეიძლება იყოს გადაღებული როგორც პროფესიული კამერით, ისე მობილური ტელეფონით. საუკეთესო ფოტოები გამოიფინება კეფალის ფესტივალის დროს. ფოტო შეგიძლიათ გამოაგზავნოთ როგორც ელექტრონულ მისამართზე kefalfest@gmail.com, ასევე კეფალის ფესტივალის გვერდზე. ფოტოსთან ერთად მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი და ფოტოს სათაური.  12 აგვისტოს გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 12 აგვისტოს 19:00 საათზე, კეფალის ფესტივალის დროს..  კეფალის ფესტივალი ფოთში წელს  პირველად ჩატარდება ფესტივალზე მთელი დღის განმავლობაში, შემდეგი ღონისძიებები გაიმართება: შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში, შეჯიბრი წყლის თხილამურებში, პლაჟის თამაშობები, სხვადასხვა საფესტივალო აქტივობები, საბავშვო ზონა, თევზის დაგემოვნება და საზეიმო კონცერტი. ფესტივალი ერთდროულად ჩატარდება ფოთის ცენტრალურ პარკში (ქვესტი), ოქროსტბაზე და მალთაყვის სანაპიროზე.  პროექტი კერძო ინიციატივას წარმოადგენს, მისი ორგანიზატორები არიან ტურისტული კომპანია „ლინატა“ და ივენთ კომპანია „ბრავო“. მედია მხარდამჭერი კი სამაუწყებლო კომპანია „მეცხრეტალღა“ და რადიო „ჰარმონია“.ფოტოკონკურსის ლინკი: https://www.facebook.com/events/417579638740292/

მსგავსი სტატიები