ქურდობის მცდელობის ფაქტი ფოთში 23 07 18
პოლიციელის, რომელსაც ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას დაუდგენელი პირი თავს დაესხა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ადეკვატურია, – ამის შესახებ ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მიმდინარე წლის 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაუდგენელ პირს წაასწრეს. პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის- შემდეგ გარდაიცვალა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქმე აღძრულია ქურდობის მუხლით და მას ფოთის პოლიცია იძიებს. რაც შეეხება პოლიციელს, პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიებას სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურატურა აწარმოებს.