სიახლე 

ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 30 07 2018

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-16 მოწვევის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. კამათი სპორტულ სკოლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე საკითხს მოჰყვა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით ხომერიკი აცხადებს, ფოთში არსებული თითქმის ყველა სპორტულ სკოლაში მოშლილია ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, მაშინ როცა არსებობს სპორტის სამსახური პარარელურად სასპორტო გაერთიანების ფუნქციონირება, მხოლოდ დამატებითი ხარჯია. ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის მიზნობრივად და ეფექტურად ხარჯვისკენ მოუწოდებს. ბრალდებას არ იზიარებს ადგილობრივი ხელისუფლება. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე რვა საკითხი იქნა განხილული.

 

მსგავსი სტატიები