სიახლე 

ფოთში სპინინგით თევზაობაში ჩემპიონატი ჩატარდა 30 07 18

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ტურიზმის განვითარების ცენტრისა და მეთევზეთა კლუბ „ფაზისის“ერთობლივი ძალისხმევით , ფოთში სპინინგით თევზაობაში ჩემპიონატი ჩატარდა. პირველობაში მონაწილეობას 30 მეთევზე იღებდა, მათ შორის თბილისელი , ქუთაისელი და ბათუმელი სპინინგისტები. პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული ფოთელმა დიმიტრი ფიფიამ მოიპოვა, მეორე_ ქუთაისელმა ზურაბ კუხიანიძემ , მესამე ადგილი კი _ბორის ფიფიამ დაიკავა. რაც შეეხება ნომინაციას BIG FISH_ი 44 სანტიმეტრიანი ქარიყლაპიით, შალვა ტორჩინავამ გაიმარჯვა. გამარჯველუბლთათვის სპეციალური პრიზები მაღაზიებმა „ქრეიზი ფიშმა“ და მეტეორმა“ დააწესეს. ასევე სპეციალური პრიზი საქართველოს მეთევზეთა კლუბის პრეზინდენტმა შოთა კვარაცხელიამაც დააწესა. გამარჯვებულები მედლებით, თასებით, დიპლომებითა და თანამედროვე თევზსაჭერი აღჭურვილობით დაჯილოვდნენ. მონაწილეებმა 200-მდე დაჭერილი თევზი, უკანვე, მარტოწყალას ტბაში გაუშვეს

მსგავსი სტატიები