სიახლე 

ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას სახელობის საჭადრაკო ტურნირი ფოთში 11 08 18

10-11 აგვისტოს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა ფოთის საჭადრაკო კლუბის ფუძემდებლის და ათეულობით წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და მასში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქების 51 და 2 უცხოელი მოჭადრაკე. ტექნიკური შედეგები: I – ნიკა ღვამბერია (ფოთი), II – გოჩა ჩაჩუა (ფოთი), III – გიორგი ბეჭვაია (ზუგდიდი). 12 წლის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო იყო თეიმურაზ კვიკვინია (ფოთი), II – კახაბერ კიზირია (ფოთი), III – გიორგი ჭანტურია (სენაკი). 8 წლის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ფოთელმა დემეტრე კაკულიამ II – გაგა გვასალია (ფოთი), III – მათე ლომია (სენაკი). ღია ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით. სპეციალური პრიზი ტურნირის ყველაზე ნორჩ მოჭადრაკეს ბოჩიკა ლოლუას ოჯახის სახელით მისმა შვილმა გადასცა ასევე ტურნირის გამარჯვებულს გარდამავალი თასის სტატუსით გადაეცა ბოჩიკა ლოლუას მიერ წლების წინ ერთ-ერთ ტურნირში მოპოვებული პრიზი. სამივე კატეგორიაში საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ დიპლომები და მედლები. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცათ თასები

მსგავსი სტატიები