სიახლე 

8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოთში 08 08 18

ფოთში აქცია ლოზუნგით ,,გვახსოვდეს 8 აგვისტო“ გაიმართა. ახალგაზრდები, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.

აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. კოლხური კულტურის მუზეუმში კი გამოფენა „ოკუპაციიდან ოკუპაციამდე“ გაიმართა.

2008 წლის 8 აგვისტოს დაბომბვის შედეგად ფოთში 12 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა.

მსგავსი სტატიები