სიახლე 

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოში 12 09 18

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, ხობის, მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ყოველდღიურად მიმდინარეობს.

სეს-ის ცნობით, სოფლებში დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რომლისგან მიღებული მონიტორინგის შედეგები ოპერატიულად მიეწოდება ცივი შესხურების დანადგარებით აღჭურვილ სპეცტექნიკას. სპეციალისტების განმარტებით, წამლობა სწორედ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე იგეგმება.

აზიური ფაროსანას მოზამთრე ფაზის დაწყებამდე, ცივი შესხურების პარალელურად, გრძელდება სოფლის ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება.

მსგავსი სტატიები