სიახლე 

ვანის მოსახლეობას ფერომონების ეფექტურობა გააცნეს 12 09 18

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა მიმდინარეობს ვანის მუნიციპალიტეტშიც. რამდენიმე სოფელში მოსახლეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა, ფერომონების მუშაობის პრინციპი ადგილზე გააცნეს.

სოფელ ბზვანის მცხოვრები ამბობს, რომ ფერომონების ეფექტურობაში პირადად დარწმუნდა. მისი თქმით, ფერომონმა ძალიან ბევრი აზიური ფაროსანა მიიზიდა, იმ ტერიტორიის ქიმიური საშუალებით დამუშავების შემდეგ კი მავნებელი 15 წუთში განადგურდა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეეგ წამლობა თერმული ნისლის გამოყენებით ვანის მუნიციპალიტეტის პარალელურად ხონის მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები