სიახლე 

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას. 6 ნოემბერი, 2017

აზიურ ფაროსანასთან წარმატებული ბრძოლისთვის, აუცილებელია, ბაზარზე შესაბამისი პრეპარატები და დამცავი საშუალებები უწყვეტად მოიპოვებოდეს. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილემ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორებთან შეხვედრისას განაცხადა. ზურაბ ლიპარტიამ მათ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, პრეპარატები სრეალიზატორებმა აღნიშნეს, რომ ისინი ბაზარზე შხამ-ქიმიკატების შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფენ. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ პრეპარატების დეფიციტის საშიშროება არც ერთ რეგიონში არ დგას.

მსგავსი სტატიები